Tuesday, October 7, 2014

სასწაავლო პროექტი - საბვშვო მუსიკა


     

         1. პროექტის დასახელება: საბავშვო მუსიკა.

         2. პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: ბავშვები გაეცნობიან საბავშვო
მუსიკის ავტორებს, კომპოზიტორებს. შეისწავლიან და მოახდენენ ძველი არქივის და საბავშვო სიმღერების პოპულარიზაციას სხვადასხვა ქსელების საშუალებით.

         3. პროექტის აქტუალობა : აუცილებელია ინტერესის გაღვივება ბავშვებში უყვარდეთ ქართული ,ეროვნული მუსიკა, რადგან დღესდღეობით უფრო პოპულარულია უცხოური სხვადასხვა ჟანრის მიმდევრობა.

         4. პროექტის მიზნები: მოსწავლეს აუცილებელია  განუვითარდეს სწორი შეფასების უნარი, თუ რამდენად ღირებულია საბავშვო მუსიკა უცხოურ მუსიკასთან შედარებით. შეიყვარონ საკუთარი ქართული და პატივი სცენ.

         5. მონაწილეთა ასაკი 6 კლასი.

         6. ვადები /ხანგრძლივობა/ : 1 თვე.

         7. მოსალოდნელი შედეგები  /პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას/ : მოსწავლეები მოიძიებენ ძველი საბავშვო კომპოზიტორების შემოქმედებებს. აიღებენ ინტერვიუებს ცნობილი კომპოზიტორებიდან . იღებენ სურათებს, გააკეთებენ პრეზენტაციას, რომელსაც განათავსებენ ბლოგებზე და სოციალურ ქსელში.

        8. პროექტისათვის საჭირო რესურსები : კომპიუტერი, ვიდეოკამერა.

        9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ (ინტერნეტით) ინფორმაციას საბავშვო სიმღერების ავტორების შესახებ. მოაწყობენ გასვლებს, შეხვდებიან კომპოზიტორებს, აიღებენ ინტერვიუებს, დააგროვებენ ძველ და ახალ საბავშვო სიმღერებს. გადაიღებენ სურათებს, ისწავლიან.

       10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე შეკრებს საბავშვო მუსიკის ნიმუშებს, საუბრობს მოსწონს თუ არა ეს ჟანრი.

       11. პროექტის ხელმძღვანელი - ნატო გელოვანი.

       12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა -  natogelovani10@gmail.com

No comments:

Post a Comment